დახმარება
სამუშაო საათები
ორშაბათი-პარასკევი:
10:00 - 18:00
შაბათი:
10:00 - 14:00
0
კალათა
29.11.2018

1.განმარტებები

 

სამუშაო დღე: ნებისმიერი დღე, შაბათის, კვირის და უქმე დღეების გარდა .  

 

ქირის გადახდის თარიღი: წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული კალენდარული თვის დღე, რომელ დღემდეც დამქირავებელმა უნდა გადაიხადოს   ქირა ყოველი გასული ერთი თვისათვის. 

 

გამქირავებლის წარმომადგენელი: გამქირავებლის თანამშრომელი ან უფლებამოსილი პირი.

 

სპეციალური პირობები: ქირავნობის ხელშეკრულების თავი   I  .

 

ქირავნობის ხელშეკრულების გადასახდელები: დამქირავებელის მიერ გამქირავებლისათვის გადასახდელი ნებისმიერი გადასახდელი, ქირის, ქირავნობის ხელშეკრულების პირგასამტეხლოს, ვადაგადაცლების პირგასამტეხლოს, ადმინისტრირების საკომისიოს და სხვა გადასახდელების/პირგასამტეხლოების ჩათვლით, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებით.

 

ქირავნობის ხელშეკრულების პირგასამტეხლო: ქირის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო, როგორც ეს განსაზღვრულია 7.3 მუხლით.

 

ვადაგადაცილების პირგასამტეხლო: ქირის გადახდის ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, როგორც განსაზღვრულია მუხლში   7.2.

 

ქირავნობის ხელშეკრულება: წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის, მისი დანართების და ცვლილებების ჩათვლით.   

 

ადმინისტრირების საკომისიო: გადასახდელი ქირავნობის ხელშეკრულების დადებისა და ადმინისტრირების, რომელსაც დამქირავებელი უხდის გამქირავებელს.   

 

ვებ-გვერდი: გამქირავებლის ვებ-გვერდი: www.nomo.ge

 

ქირავნობის ვადა: ქირავნობის ვადა, რომელიც განსაზღვრულია სპეციალურ პირობებში, რომლის განმავლობაშიც დამქირავებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ნივთით და ვალდებულია, გადაიხადოს  ქირა. ქირავნობის ვადა აითვლება  ქირავნობის საგნის დამქირავებლის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან.   

 

ქირა: სპეციალურ პირობებში განსაზღვრული ყოველთვიური ქირა, რომელიც დამქირავებელმა უნდა გადაუხადოს გამქირავებელს ყოველთვიურად ნივთის დაქირავებისთვის, წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.   

 

განაცხადი: გამქირავებლისგან ნივთის დაქირავების მიზნით დამქირავებლის მიერ, ზოგადი პირობების მე-3 მუხლის  და წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, გაკეთებული განაცხადი ვებ-გვერდზე ან გამქირავებლის წარმომადგენელთან.

 

გარანტია: გამქირავებლის მიერ დამქირავებლისათვის გადაცემული საგარანტიო ფურცელი, რომელიც უზრუნველყოფილია მწარმოებლის მიერ, ან რომელსაც სხვაგვარად ფლობს გამქირავებელი. 

 

ქირავნობის საგანი (ნივთი): სპეციალურ პირობებში განსაზღვრული მოძრავი ნივთი, რომელსაც გამქირავებელი გადასცემს დამქირავებელს პირდაპირ მფლობელობაში და სარგებლობაში წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. 

 

მხარე/-ები: დამქირავებელი და/ან გამქირავებელი.

 

მესამე მხარე: ნებისმიერი პირი, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულების მხარეს.

მიღება-ჩაბარების აქტი: გამქირავებლის და დამქირავებლის მიერ ხელმოწერილი აქტი, რომელიც ადასტურებს ქირავნობის საგნის მეორე მხარისათვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემას.  მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება მაშინ, როდესაც გამქირავებელი გადასცემს ქირავნობის საგანს დამქირავებელს  და ხელშეკრულების შეწყვეტისას, როდესაც დამქირავებელი აბრუნებს ქირავნობის საგანს. მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

 

 

2.ქირავნობის ხელშეკრულების საგანი

2.1გამქირავებელი გადასცემს ქირავნობით და  დამქირავებელი იღებს ქირავნობით ნივთს წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.   

  1. დამქირავებელი მოვალეა ისარგებლოს ნივთით სათანადო სიფრთხილის დაცვით, გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, ასევე მწარმოებლის, გამქირავებელის მიერ განსაზღვრული და ნივთის ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული  მომხმარებლისთვის დაწესებული მოთხოვნების და ფუნქციონალური პირობების დაცვით.   

  2. დამქირავებელი უფლებამოსილია, ისარგებლოს ნივთით მხოლოდ პირადი და ოჯახის საჭიროებებისთვის და არ გამოიყენოს იგი თავისი ან ნებისმიერი მესამე მხარის კომერციული საქმიანობისთვის.   

  3. ქირავნობის საგანი არის გამქირავებლის საკუთრება (ქონება) და გამქირავებელს მასზე გააჩნია ყველანაირი უფლება.   

 

3განცხადი და ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება.

  1. ქირავნობის ხელშეკრულების დასადებად, დამქირავებელი ავსებს განაცხადს ვებ-გვედზე ან გამქირავებლის წარმომადგენელთან, სადაც უთითებს ყველა საჭირო ინფორმაციას. განაცხადის დადასტურებამდე, დამქირავებელმა უნდა წაიკითხოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ზოგადი პირობები. განაცხადის შევსების დადასტურებით, დამქირავებელი ეთანხმება, რომ მისი პირადი მონაცემები დამუშავდეს ზოგადი პირობების მუხლის 9.4. შესაბამისად. 

  2. დამქირავებელი აცხადებს, რომ განაცხადის წარდგენისას და ქირავნობის ხელშეკრულების დადებისას იგი არის ქმედუნიარიანი პირი და არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. 

  3. თუ დამქირავებელი განაცხადს ავსებს გამქირავებლის წარმომამდგენელთან, დამქირავებელმა ხელი უნდა მოაწეროს განაცხადს და წარუდგინოს იგი გამქირავებლის წარმომადგენელს, რომელიც ახდენს დამქირავებლის იდენტიფიცირებას.  

  4. განაცხადის და  პირადი მონაცემების დამუშავებაზე დამქირავებლის თანხმობის მიღების შემდეგ, გამქირავებელი შეაფასებს განაცხადს და ინფორმაციას დამქირავებლის შესახებ და მიიღებს გადაწყვეტილებას ნივთის დამქირავებლისათვის მიქირავების შესახებ. გამქირავებელი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს დამქირავებელს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებით: 

3.4.1 მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით განაცხადში მითითებულ დამქირავებლის ტელეფონის ნომერზე;

3.4.2 განაცხადში მითითებულ დამქირავებლის ელ-ფოსტაზე წერილის გაგზავნით.

  1.   
  2.    თუ განაცხადი წარდგენილია გამქირავებლის წარმომადგენელთან, გამქირავებლის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ განიხილავს განაცხადს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თუ დამქირავებელი ეთანხმება ქირავნობის შეთავაზებულ პირობებს, მხარეები დადებენ ქირავნობის ხელშეკრულებას.   
  3. ქირავნობის ხელშეკრულება დაიდება დამქირავებლის თანდასწრებით პირადი ხელმოწრით, გამქირავებლის წარმომადგენლის სერვის ცენტრში/ოფისში/მომსახურების სივრცეში. განაცხადის წარდგენა და ქირავნობის ხელშეკრულების პირობების განხილვა არ შეიძლება იქნეს გაგებული, როგორც ქირავნობის ხელშეკრულების დადება. ქირავნობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხოლოდ ორივე მხარის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში. გამქირავებელი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ უარი თქვას ნივთის გაქირავებაზე ნებისმიერ დროს  მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე. 

3.8 ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებით, დამქირავებელი აცხადებს,  რომ გამქირავებელისათვის წარდგენილი მისი ყველა პირადი მონაცემი არის ზუსტი და სრული. 

 

  1.  ნივთის გადაცემა
    1. გონივრულ ვადაში ნივთი მიწოდებული იქნება გამქირავებელის სერვის ცენტრში/ოფისში/მომსახურების სივრცეში. გამქირავებელმა უნდა  შეატყობინოს და მოიწვიოს დამქირავებელი  შესაბამის სერვის ცენტრში/ოფისში/ მომსახურების სივრცეში ნივთის წასაღებად.
    2. თუ დამქირავებელი ვერ/არ იღებს ნივთს პირდაპირ მფლობელობაში დამქირავებლის მიზეზით, მათ შორის გამქირავებლის შეტყობინების მიღების შემდგომ სერვის ცენტრში/ოფისში/მომსახურების სივრცეში გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, მაშინ დამქირავებელს უბრუნდება უკვე შესრულებული გადახდები გარდა ადმინისტრირების საკომისიოსი და გამქირავებელს აღარ წარმოეშობა ნივთის გადაცემის ვალდებულება.

თუ 4.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გამქირავებელი ვერ აწვდის დამქირავებელს ნივთს ამ შემთხვევაში, გამქირავებელი ატყობინებს დამქირავებელს, დამქირავებელს უბრუნდება ყველა შესრულებული გადახდა (მათ შორის საკომისიოები) და გამქირავებელს აღარ წარმოეშობა ნივთის გადაცემის ვალდებულება.

  1. დამქირავებელი მიიღებს ნივთს და ნივთი გადადის მის ფაქტობრივ  მფლობელობასა და სარგებლობაში მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისთანავე დამქირავებელზე გადადის ნივთის დაკარგვის/დაზიანების რისკი, მათ შორის ზოგადი პირობების 7.9 მუხლში მითითებული დებულებების შესაბამისად ნივთის მდგომარეობის შესახებ, ნივთის დაბრუნების შემთხვევაში.   
  2. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერამდე, დამქირავებელი შეამოწმებს ნივთის მდგომარეობას.  მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში არსებითი დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში (რომელიც არ იყო ხილული მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისას), გამქირავებელი დეფექტიან ნივთს შეცვლის ახლით ან უზრუნველყოფს ნივთის შეკეთებას. შეცვლას ან შეკეთებას შორის არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია გამქირავებლის ნებაზე.    
  3. ნივთი დამქირავებელს  გადაეცემა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.   
  4. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ გამქირავებელი დამქირავებელს გადასცემს საგარანტიო ფურცელს. ნივთის საგარანტიო დოკუმენტაცია დამქირავებლის მიერ ინახება ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში.

 

5. გადასახდელები და გადახდის პროცედურა

5.1ნივთის ქირავნობისთვის, დამქირავებელი გადაუხდის გამქირავებელს ქირას  ყოველი გასული ერთი თვისთვის , რაშიც არ იგულისხმება 5.2 პუნქტით გათვალისწინებული გადახდები. ქირა გამოითვლება ნივთის დამქირავებლისათვის გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის თარიღიდან.  ქირა გადაიხდება ყოველთვიურად სპეციალური პირობებით გათვალისწინებული ქირის გადახდის თარიღამდე. ქირა მოიცავს საქართველოში მოქმედ დამატებითი ღირებულების გადასახადს. ქირის გადახდის გრაფიკი მოცემულია სპეციალურ პირობებში. 

5.2 დამქირავებელი ერთი ან რამდენიმე თვის ქირას წინასწარ გადაიხდის, როგორც გათვალისწინებულია სპეციალურ პირობებში (თუ სპეციალური პირობები ითვალისწინებს). ეს წინასწარი გადახდა განიხილება, როგორც ქირავნობის ვადის ბოლო თვეების საფასური. გამქირავებელი უფლებამოსილია აღნიშნული წინასწარი გადახდიდან ასევე გამოქვითოს პირგასამტეხლოები/დავალიანებები ხელშეკრულების შეწყვეტისას, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და თანმიმდევრობით.

5.3წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირავნობის მომსახურების გაწევისთვის დამქირავებელი გამქირავებელს გადაუხდის ადმინისტრირების საკომისიოს წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. 

5.4დამქირავებელი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახდელებს   გადაიხდის ქირავნობის ხელშეკრულებაში მითითებულ გამქირავებლის ანგარიშზე გადარიცხვის ან ნაღდი ანგარიშსწორების ან საგადახდო აპარატებით გადახდის გზით.

5.5ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად გადახდის განხორციელებისას, დამქირავებელმა უნდა მიუთითოს ქირავნობის ხელშეკრულების ნომერი, როგორც გადახდის დანიშნულება. 

5.6თუ დამქირავებელი არ ახორციელებს გადახდას ზოგადი პირობების 5.5 მუხლის შესაბამისად, გამქირავებელი უფლებამოსილია, აღნიშნული გადახდა არ მიიჩნიოს მიღებულად მის იდენტიფიკაციამდე.   

5.7თუ ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის დღე ემთხვევა შაბათს, კვირას ან უქმე დღეს გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 

5.8თუ ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ძალაში შევა გადასახადები ან საკომისიოები, ან თუ იმ გარემოებების გამო, რაც გამქირავებლის კონტროლს არ ექვემდებარება, გამქირავებელს უწევს დამატებითი გადახდები, გამქირავებელი უფლებამოსილია გაზარდოს ქირა შესაბამისად და შეატყობინოს დამქირავებელს აღნიშნული ცვლილების შესახებ 30 (ოცდაათი) დღით ადრე და გაუგზავნოს შესაბამისი ინვოისი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული ყველა გადასახადი  გადახდილ იქნება დამქირავებლის მიერ. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი მოცემულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).   

5.9თუ წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ნივთით სარგებლობა ნაწილობრივ ან სრულად იზღუდება ქარხნული დეფექტის გამო და ამის შედეგად ნივთი იგზავნება საგარანტიო შეკეთებაზე ზოგადი პირობების მუხლის    6.3 შესაბამისად, დამქირავებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს გამქირავებლისგან ქირის გადახდის ვალდებულებიდან გათავისუფლება იმ პერიოდისთვის, რომლის განმავლობაშიც ნივთით სარგებლობა შეუძლებელი იყო. ასეთ შემთხვევაში გამქირავებელი განიხილავს დამქირავებლის მოთხოვნას 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში და შეატყობინებს დამქირავებელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ - ქირის გადახდის ვალდებულებისგან დამქირავებლის გათავისუფლების ან ქირის ოდენობის შემცირების შესახებ, შესაბამისი პერიოდის განმავლობაში. როგორც კი ნივთი შეკეთდება და უკან დაუბრუნდება დამქირავებელს მფლობელობაში, დამქირავებელი ვალდებულია განაგრძოს ქირის გადახდა. მცირედი დეფექტები არ  იქნება მიღებული მხედველობაში წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის. თუ საგარანტიო შეკეთების შემდეგ დამქირავებელი უარს ამბობს /ან ქმნის საფუძველს, რომ არ დაიბრუნოს შეკეთებული ნივთი, დამქირავებელი არ თავისუფლდება ქირის გადახდის ვალდებულებისაგან ნივთის შეკეთების დასრულების შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან.   

5.10 თუ ქირავნობის ურთიერთობების დასრულების/შეწყვეტის შემდეგ დამქირავებელი არ აბრუნებს დაქირავებულ ნივთს, გამქირავებელი უფლებამოსილია მოითხოვოს  ქირა (ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით) დაყოვნების პერიოდის პროპორციულად, როგორც ზარალის ანაზღაურება, ასევე ნებისმიერი ხარჯი, რომელიც ნივთის დაბრუნებას უკავშირდება (ტრანსპორტირების ხარჯები, და სხვა).   

5.11 ქირავნობის ხელშეკრულების გადასახდელები მოთხოვნილი/დაკისრებული იქნება შემდეგი თანმიმდევრობით:   

5.11.1ვადაგადაცილების პირგასამტეხლო;

5.11.2ქირავნობის ხელშეკრულების პირგასამტეხლოს გადახდა;

5.11.3ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა გადასახდელების/პირგასამტეხლოების გადახდა. 

5.11.4ნივთის შეკეთების და მასალების ხარჯები, როგორც დაანგარიშებულია ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად; 

5.11.5ქირის გადახდა.

6.დამქირავებლის უფლება-მოვალეობები

6.1ნივთის მიღების შემდეგ და მთლიანი ქირავნობის განმავლობაში, დამქირავებელმა უნდა შეინახოს ნივთის შეფუთვა, აგრეთვე ტექნიკური და პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტაციის დაკარგვის შემთხვევაში, დამქირავებელმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები დოკუმენტების აღსადგენად ან დუბლიკატების მისაღებად. დამქირავებელი გამქირავებელს აღნიშნულ დოკუმენტაციას და შეფუთვას წარუდგენს მისგან შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.   

6.2დამქირავებელი ვალდებულია გამოასწოროს/აანაზღაუროს ნივთის ყველა ნაკლი და დაზიანება, აგრეთვე  გამოიყენოს შესაბამისი ღონისძიებები მესამე მხარეების მიმართ, რომლებმაც რაიმე საშუალებით ზიანი მიაყენეს გამქირავებელს ნივთის დაზიანებით  ან ნივთის უნებართვო გამოყენებით.    

6.3დამქირავებელი სათანადოდ გაუფრთხილდება ნივთს, როგორც გაუფრთხილდებოდა ფრთხილი და კეთილსინდისიერი მფლობელი და საკუთარი ხარჯებით მიიღებს საჭირო ზომებს ნივთის კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. ნივთის დაზიანების შემთხვევაში, არა უგვიანეს დაზიანებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, დამქირავებელი განახორციელებს საგარანტიო შეკეთებას ნივთის საგარანტიო დოკუმენტაციაში განსაზღვრული პროცედურების და ვადების შესაბამისად.  თუ ზიანი გამოწვეულია დამქირავებლის ან ნებისმიერი მესამე მხარის მიერ და აღნიშნული დაზიანება არ ექვემდებარება გამქირავებლის მიერ დამქირავებლისათვის გადაცემული გარანტიით შეკეთებას, დამქირავებელი უზრუნველყოფს ნივთის საკუთარი ხარჯებით შეკეთებას იმავე ხარისხით, როგორც უზრუნველყოფდა საგარანტიო შეკეთება.   

6.4დამქირავებლის მიერ ნივთთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუ მხარეები წერილობით სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. დამქირავებლის    ყველა ხარჯი გადახდილი იქნება    დამქირავებლის მიერ. 

6.5დამქირავებელი არ არის უფლებამოსილი, გაასხვისოს, მოთხოვნა დაუთმოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს ნივთი ან  მისი ნაწილი. დამქირავებლისთვის ცნობილია, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამქირავებელი პასუხისმგებელი იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბასმად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჩათვლით.   

6.6დამქირავებელი არ არის უფლებამოსილი, გადასცეს ნივთი მესამე პირს სარგებლობაში გამქირავებლის წერილობითი თანხმობის გარეშე. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, მესამე მხარე არ მოიცავს დამქირავებლის მეუღლეს, შვილებს ან მშობელს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და ეწევიან ერთობლივ სამეურნეო საქმიანობას (ოჯახი).  წინამდებარე მუხლში მითითებული პირების (ოჯახის წევრების) სარგებლობაში ნივთის გადაცემის შემთხვევაში, დამქირავებელი სრულად პასუხისმგებელი რჩება გამქირავებლის წინაშე ქირავნობის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. დამქირავებელი არ არის უფლებამოსილი ქვე-ქირავნობით გასცეს ნივთი გამქირავებლის წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე. გამქირავებელს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია დათანხმდეს, ან უარი განაცხადოს ნივთის ქვექირავნობით გაცემაზე.

6.7დამქირავებელს ეკრძალება განახორციელოს ნივთის ტექნიკური მოდიფიკაცია.  

6.8დამქირავებელი ვალდებულია საშუალება მისცეს გამქირავებელს, შეამოწმოს ნივთის ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობა მისი განთავსების ადგილას ნებისმიერ დროს, დამქირავებლისათვის 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე შეტყობინების საფუძველზე.   

6.9დამქირავებელმა  დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა უნდა შეატყობინებს გამქირავებელს, თუ:   

6.9.1 ნივთი არ მუშაობს, გატყდა, დაზიანდა, განადგურდა, ჩამორთმეულია ან დამქირავებლისათვის ცნობილია, აღნიშნული გარემოებების დადგომის ალბათობის შესახებ.  

6.9.2 ნივთი გაგზავნილია საგარანტიო მომსახურებაზე ან შეკეთებაზე;

6.9.3 ნივთის ადგილმდებარეობა შეიცვალა, ნივთის ახალი ადგილმდებარეობის შეტყობინებით; 

6.9.4 შეიცვალა დამქირავებლის სახელი, გვარი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი; 

6.9.5დამქირავებლის საკუთარი ქონება დაყადაღებულია.

6.10დამქირავებელი კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უპირობოდ და კისრულობს ვადაგადაცილების შედეგების რისკს და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ  გაუთვალისწინებელ რისკებს .   

  1. ნივთის შესაკეთებლად გადაცემისას, თუ ნივთი შეიცავს მონაცემებს, დამქირავებელმა უნდა უზრუნველყოს მონაცემთა სამარქაფო ასლების შექმნა. გამქირავებელი არ არის პასუხსიმგებელი პროგრამული უზრუნველყოფის არათავსებადობაზე ან მონაცემთა დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, რაც დამქირავებელს მიადგება ნივთის შეკეთების გამო. ნივთის დაბრუნებისას, დამქირავებელი ვალდებულია ნივთიდან წაშალოს ყველა პერსონალური ინფორმაცია, პირადი მონაცემების ჩათვლით. გამქირავებელს  არ ეკისრება პასუხისმგებლობა ქირავნობის ხელშეკრულების წინამდებარე დებულების შეუსრულებლობის შედეგად გამოწვეულ  პირადი  ინფორმაციის გამჟღავანებაზე ან დამუშავებაზე.   

  2. თუ დამქირავებლისთვის ნივთით სარგებლობა ფერხდება  საკუთარი მიზეზით, იგი არ თავისუფლდება   ქირის გადახდის ვალდებულებისაგან.

  3.  ნებისმიერ დროს, ქირავნობის ვადის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია, გააკეთოს შეთავაზება ქირავნობის საგნის შესყიდვის შესახებ. თუ მხარეები შეთანხმდებიან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, გამქირავებელი განსაზღვრავს ნივთის ფასს, ნივთის ღირებულების საფუძველზე 2 წლიანი ეკონომიკური, პროდუქციის ექსპლუატაციის ვადის და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. 

7პასუხისმგებლობა

  1. თუ დამქირავებელი არღვევს ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს, გამქირავებელი განუსაზღვრავს ვადას  5 დღემდე დარღვევის გამოსასწორებლად და ამავდროულად დააკისრებს პირგასამტეხლოს, წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად. თუ დამქირავებელი არ გამოასწორებს დარღვევას, გამქირავებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.   

  2. თუ დამქირავებელი არ გადაიხდის ქირას ქირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული დროის განმავლობაში  და ოდენობით, დამქირავებელი ვალდებულია გადაიხდის ვადგადაცილების პირგასამტეხლო სპეციალური პირობებით გათვალისწინებული ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.

  3. თუ დამქირავებელი გადააცილებს ქირის გადახდის ვადას, დამქირავებელი ვალდებულია გადაიხდის ქირავნობის ხელშეკრულების dacპირგასამტეხლო სპეციალური პირობებით გათვალისწინებული ოდენობით.

  4.     7.2 და 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოები  მოქმედებს კუმულატიურად. რომელიმე მათგანის გადახდა არ ათავისუფლებს დამქირავებელს მეორე მათგანის გადახდის ვალდებულებისაგან.
  5.   თუ დამქირავებელი ვერ უზრუნველყოფს გამქირავებლის წვდომას ნივთთან ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობის შესამოწმებლად თავის ადგილმდებარეობაზე ზოგადი პირობების მუხლის 6.8. შესაბამისად, დამქირავებლის დარღვევის გამო გადაუხდის გამქირავებელს ქირავნობის ხელშეკრულების პირგასამტეხლოს 3 (სამი) თვის  ქირის ოდენობით.    
  6. თუ დამქირავებელი არღვევს ზოგადი პირობების მუხლის 6.1. ვალდებულებებს    (შეფუთვის და დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულება), გამქირავებელი ვალდებულია დააკისროს დამქირავებელს პირგასამტეხლო ყოველ დარღვევის დღეზე ერთი (1) თვის ქირის ოდენობით თითოეული შეფუთვისა და დოკუმენტაციისთვის, რომელიც არ იყო შენახული. 
  7. თუ დამქირავებელი არღვევს ზოგადი პირობების მუხლებში 6.5. და 6.6. განსაზღვრულ ვალდებულებებს (გასხვისების, მოთხოვნის დათმობის, დაგირავების ან სხვაგვარად დატვირთვის ან ნივთის მესამე პირის სარგებლობაში გადაცემის  აკრძალვა), დამქირავებელი გადაუხდის გამქირავებელს   პირგასამტეხლოს  3 (სამი) თვის ქირის ოდენობით.   
  8. წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირგასამტეხლო არ მოიცავს ზიანს. გამქირავებელი  უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.   
  9. წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს გამქირავებლის მიერ შესაბამისი შეტყობინების გაგზავნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში. 
  10.  დაბრუნებული ნივთი უნდა იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორც მოწოდებულია მწარმოებლის მიერ, არ უნდა ჰქოდნეს დეფექტი, რომელიც არ არის გამოწვეული ქირავნობის ხელშეკრულების პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივი ცვეთით, სხვა შემთხვევაში, დამქირავებელი ვალდებულია გამქირავებელს აუნაზღაუროს შეკეთების და მოვლის ხარჯები   მისგან მოთხოვნის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, რაც საჭიროა ნივთის იმ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, როგორშიც იყო დამქირავებლისთვის გადაცემის დღეს, გარდა ნივთის რეგულარული ცვეთისა.  მასალების და შეკეთების ხარჯები განისაზღვრება გამქირავებლის მიერ, მომსახურების მიმწოდებლისა და გამყიდველების მიერ მიწოდებული ინვოისების საფუძველზე. თუ ნივთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია, დამქირავებელი გამქირავებელს  აუნაზღაურებს/გადაუხდის    ზიანს გამქირავებლის მოთხოვნის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.   
  11. თუ დამქირავებელი არ დაფარავს ნივთის შეკეთების და მასალების ხარჯებს, მიჩნეული იქნება, რომ დამქირავებელმა არ დაუბრუნა ნივთი გამქირავებელს და დამქირავებელი ვალდებული იქნება გადაუხადოს გამქირავებელს მთლიანი პერიოდის ქირის ოდენობა,    უკვე გადახდილი თანხის გამოკლებით.    
  12. ქირავნობის ხელშეკრულების დებულებების გარდა, გამქირავებელი უფლებამოსილია გამოიყენოს ვალის ამოღების ყველა ზომა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და რეგულაციებით, და ინფორმაცია დამქირავებელის და მისი დავალიანების შესახებ შეიტანოს ვალების ისტორიის მონაცემთა ბაზაში. დამქირავებელი გამქირავებელს სრულად აუნაზღაურებს ვალის ამოღების ხარჯებს. 
  13. წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს დამქირავებელს წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან და ქირის გადახდისგან. 

8ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა და მოქმედების ვადა

8.1 გამქირავებელი  უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ქირავნობის ხელშეკრულება   დამქირავებლისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით ნებისმიერ შემდეგ შემთხვევაში:    

  1. დამქირავებელმა არ გადაიხადა  ქირა ან ნებისმიერი სხვა ქირავნობის ხელშეკრულების გადასახდელი სრულად  ან ნაწილობრივ და ვადაგადაცილება გრძელდება სულ მცირე 29 (ოცდაცხრა) დღე;   

  2. დამქირავებელი არღვევს ნებისმიერ  სხვა ხელშეკრულებას, ან დამქირავებელი გარდაიცვალა ან გამოცხადდა უგზოუკვლოდ დაკარგულად. 

  3. გამქირავებლისთვის ცნობილი ხდება, რომ დამქირავებელმა გაასხვისა, მოთხოვნა დაუთმო, დააგირავა ან სხვაგვარად დატვირთა ნივთი ან მისი ნაწილი ან გადასცა მესამე პირს სარგებლობაში გამქირავებლის წერილობითი თანხმობის გარეშე;

  4. გამქირავებლისთვის ცნობილი ხდება, რომ დამქირავებელი აზიანებს ნივთს ან არ იყენებს მას დანიშნულებისამებრ და ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მწარმოებლის, გამქირავებლის და ნივთის ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული ექსპლუატაციის პირობების და მომხმარებლის მოთხოვნების თანახმად; 

  5. დამქირავებელმა არ აცნობა გამქირავებელს დამქირავებლის  მისამართის ან ელ-ფოსტის მისამართის ან ტელეფონის ნომრის ცვლილების შესახებ ზოგადი პირობების მუხლის    6.9.4 დებულებების შესაბამისად;
  6. დამქირავებელი მნიშვნელოვნად აზიანებს ნივთს ან ქმნის ამ დაზიანების აშკარა საფრთხეს გამქირავებლის მიერ მიცემული გაფრთხილების მიუხედავად.   
  7. გამქირავებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ქირავნობის ხელშეკრულება ნებისმიერ დროს 14 დღით ადრე შეტყობინების გაგზავნით.
  8. დამქირავებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ქირავნობის ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:
    1. პირველი 6 (ექვსი) თვის განმავლობაში - ერთი თვით ადრე შეტყობინების გაგზავნით.
    2. ქირავნობის ვადის პირველი 6 (ექვსი) თვის შემდეგ- 5 (ხუთი) დღით ადრე შეტყობინების გზით.
  9. პირველი 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ქირავნობის შეწყვეტის შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ მხარეთა ვალდებულებები განისაზღვრება შემდეგნაირად:  დამქირავებელმა უნდა  დაუბრუნოს გამქირავებელს ქირავნობის საგანი 8.6 პუნქტით გათვალისწინებული წესით და დამქირავებელმა უნდა გადაუხადოს გამქირავებელს ყველა ვადადამდგარი ქირავნობის ხელშეკრულების გადასახდელი  და სხვაობა ქირავნობის 6 (ექვსი) თვის საფასურსა და უკვე გადახდილ ქირას შორის.
  10. თუ ქირავნობის ხელშეკრულება წყდება  6 (ექვსი) თვის შემდეგ, ერთმანეთის მიმართ მხარეთა ვალდებულებები განისაზღვრება შემდეგნაირად: დამქირავებელმა უნდა  დაუბრუნოს გამქირავებელს ქირავნობის საგანი 8.6 პუნქტით გათვალისწინებული წესით და დამქირავებელმა უნდა გადაუხადოს გამქირავებელს ყველა ვადადამდგარი ქირავნობის ხელშეკრულების გადასახდელი.
  11. მიუხედავად 8.3 და 8.4 პუნქტებში აღნიშნული პირობებისა  გამქირავებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება 8.1.1 პუნქტის შესაბამისად, ამ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ მხარეთა ვალდებულებები განისაზღვრება შემდეგნაირად: დამქირავებელმა უნდა  დაუბრუნოს გამქირავებელს ქირავნობის საგანი 8.6 პუნქტით გათვალისწინებული წესით და დამქირავებელმა უნდა გადაუხადოს გამქირავებელს ყველა ვადადამდგარი ქირავნობის ხელშეკრულების გადასახდელი და  24 (ოცდაოთხი) თვის ქირასა და უკვე გადახდილ ქირას შორის სხვაობას  გამოკლებული ქირავნობის საგნის ფასი.
  12. ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისას ან ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელმა არაუგვიანეს შეტყობინებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით უნდა დაუბრუნოს გამქირავებელს ქირავნობის საგანი, შეფუთვა, ტექნიკური და პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  და გადაიხადოს ყველა გადაუხდელი ქირავნობის ხელშეკრულების გადასახდელი და ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  13. თუ დამქირავებელი არ უბრუნებს გამქირავებელს ქირავნობის საგანს  8.5 პუნქტში გათვალისწინებული წესით და ნივთის დაბრუნება შეუძლებელია, დამქირავებელმა უნდა გადაუხადოს გამქირავებელს ზიანი - სხვაობა 24 (ოცდაოთხი) თვის ქირასა და უკვე გადახდისლ ქირას შორის. ამ პუნქტის მიზნებისათვის ნივთის დაბრუნების შეუძლებლობად მიიჩნევა როდესაც დამქირავებელი არ აბრუნებს ნივთს 5 (ხუთი) სამუშო დღის ვადაში, მიუხედავად გამქირავებლის მოთხოვნისა.
  14. თუ დამქირავებელი არ აბრუნებს ნივთს 8.6 პუნქტით გათვალისწინებული წესით, გამქირავებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს დამქირავებელს  ქირა შესაბამისი დაგვიანების პერიოდისათვის როგორც ზიანის კომპენსაცია და ასევე მოითხოვოს სხვა ხარჯების ანაზღაურება.
  15. ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე (ვადის გასვლით, ვადაზე ადრე შეწყვეტა და სხვ.) დამქირავებელი ვალდებულია დაუკავშირდეს გამქირავებელს იმისათვის რომ დაუბრუნოს ნივთი.
  16. დამქირავებელი არ თავისუფლდება ნივთის ფარული დეფექტების გამო პასუხისმგებლობისგან, თუ აღნიშნული გამოვლინდება ნივთის გამქირავებლისთვის დაბრუნებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. 

 

 

9.სხვა დებულებები

  1. ქირავნობის ხელშეკრულება ძალაშია ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებამდე და ჩაითვლება შესრულებულად, როდესაც  დამქირავებელი   გამქირავებელს  ქირავნობის ხელშეკრულების გადასახდელებს გადაუხდის   და ნივთს გამქირავებელს დაუბრუნებს წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.     

  2. ქირავნობის ხელშეკრულების ვალდებულებები მიიჩნევა შესრულებულად სათანადო დროს, თუ აღნიშნული შესრულება ხორციელდება არა უგვიანეს ვალდებულებების შესრულების პერიოდის ბოლო დღისა. გადახდის ვალდებულება დაკმაყოფილებულია, როდესაც თანხა მიღებულია  გადახდის მიმღების ანგარიშზე.    

  3. თუ წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებაში მოცემული რიცხვების სიტყვიერი გამოხატულება განსხვავდება მათი რიცხობრივი გამოხატულებისგან, უპირატესია რიცხობრივი გამოხატულება.   სპეციალურ  პირობებსა და ზოგად პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესია სპეციალური პირობები. 

  4. მხარეების მიერ ყველა შეტყობინება შედგება ქართულ ენაზე და გაეგზავნება მეორე მხარეს ფოსტით, SMS-ით ან ელ-ფოსტით, ქირავნობის ხელშეკრულებაში ან განაცხადში მითითებულ ელ-ფოსტის, ფოსტის მისამართზე ან ტელეფონის ნომერზე.  ფოსტით გაგზავნილი კორესპონდენცია მიიჩნევა მიღებულად რეგისტრირებული წერილის ფოსტის მიერ მიღების დასტურად დასმულ საფოსტო ლუქზე მითითებული დღიდან მე-7 დღეს. გამქირავებელი უფლებამოსილია დაამუშაოს დამქირავებლის პერსონალური მონაცემები, აგრეთვე გადასცეს და მიიღოს დამქირავებლის მონაცემები და სხვა ინფორმაცია მესამე მხარეებისგან, მონაცემთა ბაზებისდან, საჯარო ჩანაწერებიდან (მაგალითად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო), სს „კრედიტინფო ჯორჯიადან“  (204470740)  და დაამუშაოს აღნიშნული ინფორმაცია გადახდისუნარიანობის შესაფასებლად, წარდგენილი ინფორმაციის შესამოწმებლად,    კლიენტთა აღრიცხვის განსახორცილებლად, სერვისების შეთავაზების, გაწევის და მომსახურების მიზნით. დამქირავებელი თანახმაა,   მონაცემთა დამუშავებაზე და დამქირავებლის მონაცემთა მიღებასა და გადაცემაზე ვალის ამოღების მომსახურების მიმწოდებლისთვის/-გან, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ დამქირავებლის შესრულებული და შეუსრულებელი მოვალეობების შესახებ. გამქირაებელი უფლებამოსილია ინფორმაცია დამქირავებლის შესახებ წარუდგინოს გამქირავებლის  დამფუძნებელ კომპანიას, ძირითად საწარმოს და ძირითადი საწარმოს ნებისმიერ სხვა დამოკიდებულ საწარმოს, სხვა კომპანიებს და საწარმოებს, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ გააჩნიათ მნიშვნელოვანი წილი გამქირავებლის კაპიტალში ან სადაც გამქირავებელი  პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს.      
  5. დამქირავებელი თანახმაა, რომ გამქირავებელმა გამოიყენოს ქირავნობის ხელშეკრულებაში მოცემულ ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი კომერციული მასალების გასაგზავნად გამქირავებლის ან გამქირავებელთან დაკავშირებული საწარმოს მიერ შემთავაზებული პროდუქტების და სარეკლამო მასალების გასაგზავნად.    
  6. გამქირავებელი უფლებამოსილია დარეკოს და გაგზავნოს შეტყობინები (მოკლე ტექსტური შეტყობინება) დამქირვებლის მიერ მიწოდებულ მობილური ოპერატორის მიერ განსაზღვრულ ტელეფონის ნომერზე ან დამქირავებლის მიერ მიწოდებულ ელ-ფოსტაზე, აგრეთვე დამქირავებლის მიერ მიწოდებულ საფოსტო მისამართზე გააგზავნოს კორესპონდენცია დამქირავებელთან დასაკავშირებლად.   
  7. დამქირავებელი თანახმაა გამქირავებელმა  გადასცეს ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი მოთხოვნა ან მისი ნაწილი შეუზღუდავი რაოდენობის მესამე მხრეებს. დამქირავებელი თანახმაა, რომ ასეთ შემთხვევაში გამქირავებელმა  მესამე მხარეებს გაუმჟღავნოს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ინფორმაცია.  
  8. დამქირავებელი თანახმაა, რომ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების ან მისი ნაწილის მესამე მხარეებისთვის (ცესიონერებისთვის) გადაცემით, აღნიშნული მესამე მხარეები (ცესიონერები) უფლებამოსილნი არიან, შემდგომში შეუზღუდავი რაოდენობის მესამე მხარეებს გადასცენ გადაცემული მოთხოვნები ან მათი ნაწილი. ასეთ შემთხვევაში მესამე მხარეებს(ცესიონერებს)  აქვთ იგივე უფლება, რომ მესამე მხარეებს გაუმჟღავნონ წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია დამქირავებლის შესახებ. გამქირავებელს არ სჭირდება დამქირავებლის თანხმობა ან ნებართვა აღნიშნულ გადაცემასთან დაკავშირებით.   
  9. წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია, თუ შედგენილია წერილობით და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.   
  10. დამქირავებელი არ არის უფლებამოსილი სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები ან მოთხოვნის უფლება მესამე მხარეებს გამქირავებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.   
  11. წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა მოგვარდეს მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით, თუ მხარები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა გადაიჭრება საქართველოს სასამართლოების/საქართველოს ეროვნული აღსრულების ბიუროს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების შესაბამსიად.   წინამდებარე ხელშეკრულება განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  12. ხელმოწერის შემდეგ, წინამდებარე ხელშეკრულება ცვლის მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით არსებულ ყველა სხვა ზეპირ ან წერილობით კომუნიკაციას, წერილს, შეთანხმებას.  
  13. წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, რომელთაგან ერთი ინახება გამქირავებელთან ხოლო მეორე - დამქირავებელთან. ორივე ეგზემპლარს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.