ძირითადი წესები

ყოველთვიური ქირის გადასახადი

ყოველ პროდუქტს თან ახლავს ქირის გადასახადი, რომელიც ყოველთვიურად წინასწარ უნდა გადაიხადოთ. 

ქირის გადახდის გრაფიკი მოცემულია სპეციალურ პირობებში.  

გადახდა შესაძლებელია ანგარიშზე გადარიცხვის, ნაღდი ანგარიშსწორების ან საგაახდო აპარატებით გადახდის გზით.

დაქირავების მაქსიმალური ხანგრძლივობა

თითოეული პროდუქტის ქირაობის მაქსიმალური პერიოდია 2 წელი. თუ 6 თვის გადასახადები უკვე გადაიხადეთ, შეგიძლიათ პროდუქტი ნებისმიერ დროს უფასოდ დააბრუნოთ. 

განაცხადის დამტკიცება

თქვენი განაცხადის შესაფასებლად უნდა დაეთანხმოთ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებას. ამის შემდეგ თქვენი პირადი მონაცემები დამუშავდება, განაცხადი განიხილება და 2 სამუშაო დღის მანძილზე გაცნობებთ გადაწყვეტილებას. 

ამავდროულად ჩვენ დაგიკავშირდებით ტელეფონით, რათა გაგაცნოთ სპეციალური პირობები. ნივთის დასაქირავებლად უნდა მობრძანდეთ ჩვენს ფილიალში და მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებას. 

პროდუქტის დაბრუნება

პროდუქტის დაბრუნება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. 6 თვის გასვლის შემდეგ დაბრუნება უფასოა, ხოლო 6 თვეზე ადრე დაბრუნების შემთხვევაში უნდა დაფაროთ 6 თვის გადასახადის გადაუხდელი ნაწილი. 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ გვერდს, წაიკითხეთ ყურადღებით ხელშეკრულების პირობები ან დაგვიკავშირდით

პროდუქტის ყიდვა

თუკი პროდუქტით ძალიან კმაყოფილი დარჩით და მისი შეძენა გსურთ, ეს ნებისმიერ დროს შესაძლებელია. 

პროდუქტის შესაძენად დაგვიკავშირდით და ჩვენ შეგატყობინებთ, თუ რა ფასად შეიძლება მოცემული პროდუქტის შესყიდვა!

გასაქირავებელი პროდუქტები ახალია თუ მეორადი?

ნომო გთავაზობთ როგორც ახალი, ასევე მეორადი ტექნიკის ქირაობას. 

ახალი ტექნიკა არის ზუსტად ისეთი, როგორიც საქართველოს სხვა წამყვან მაღაზიებში წარმოდგენილი ტექნიკა - გაუხსნელი, დაუზიანებელი, საკუთარი შეფუთვითა და რიგ შემთხვევებში აქსესუარებითა და ინსტრუქციებით. 

მეორადი პროდუქტები არის ნომოს სხვა კლიენტთა მიერ ნაქირავები და ქირაობის შემდეგ დაბრუნებული პროდუქტები. 

აქვს თუ არა ჩემს პროდუქტს გარანტია?

როგორც წესი, ახალ პროდუქტებს აქვთ გარანტია, თუმცა სხვადასხვა პროდუქტებისთვის გარანტიის ხანგრძლივობა განსხვავებულია. 

რაც შეეხება მეორად პროდუქტებს, გარანტია დამოკიდებულია წინა დაქირავებებზ - შესაბამისად, მეორად პროდუქტებს აქვთ ახალ პროდუქტებთან შედარებით უფრო ნაკლები საგარანტიო პერიოდი დარჩენილი, ან შეიძლება, იგი უკვე ამოწურული იყოს. 

ვინ შეიძლება იქირაოს ნომოს პროდუქტები?

ქირაობა შეუძლიათ 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს. ყოველი განაცხადის შევსებისას ცალკეულად მიიღება გადაწყვეტილება განმცხადებლისთვის ქირავნობის სერვისის შეთავაზებასთან დაკავშირებით. 

არანაირი ფარული გადასახადები და საკომისიოები

ნომოში არ იყენებს ფარული გადასახადებსა და საკომისიოებს. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ხელშეკრულების პირობებს. 

რა არის ნომო?

რა არის ნომო?

ნომო გახლავთ ტექნიკის დაქირავების სერვისი. თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ როგორ ახალი, გაუხსნელი ტექნიკა, ასევე ჩვენი სხვა კლიენტების მიერ გამოყენებული და ქირაობის შემდეგ დაბრუნებული პროდუქტები.

ჩვენი საიტის საშუალებით მარტივად შეგიძლიათ გაეცნოთ სმარტფონების, ტელევიზორების, ლეპტოპების და სხვა სახის ტექნიკის ფართო არჩევანს, გააკეთოთ განაცხადი და მაქსიმუმ ორი დღის მანძილზე გაიგოთ, შეძლებთ თუ არა პროდუქტის დაქირავებას. 

ქირაობა შესაძლებელია მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 24 თვით, თუმცა პროდუქტის დაბრუნება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. თუ პროდუქტის დაბრუნებას 6 თვეზე ადრე გადაწყვეტთ, მაშინ უნდა გადაიხადოთ 6 თვის ქირის გადაუხდელი ნაწილი. 

ნომო საშუალებას გაძლევთ გამოსცადოთ და დროებით გამოიყენოთ თქვენი სასურველი სამომხმარებლო ტექნიკა. 

რა უპირატესობები აქვს nomo.ge-ს?

Nomo.ge-ს დახმარებით სასურველი ტექნიკა შეგიძლიათ ხანგრძლივად - 2 წლამდე ვადით გამოიყენოთ ყოველთვიურად მხოლოდ მცირე გადახდების სანაცვლოდ. 

თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი ახალსა და მეორად ნივთებს შორის და სასურველ დროს დააბრუნოთ პროდუქტი ნომოში. 

ჩვენთან არ არსებობს ფარული საკომისიოები და ხარჯები. 

 

განაცხადის გაკეთება

როგორ გავაკეთო განაცხადი?

განაცხადი ორნაირად კეთდება - საიტზე ან ფილიალში. 

საიტზე განაცხადის შემთხვევაში, ჩვენ 2 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით და გეტყვით, შეძლებთ თუ ვერა დაქირავებას. აუცილებლად მიუთითეთ სწორი ტელეფონის ნომერი, რათა ჩვენ ზარის განხორციელება შევძლოთ. 

თუ განაცხადს მომსახურე ფილიალში შეავსებთ, გადაწყვეტილება თქვენთვის ადგილზევე გახდება ცნობილი. 

როგორც ვებსაიტზე, ასევე ფილიალში შევსებული განცხადების შემთხვევაში, ქირავნობის ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად უნდა ეწვიოთ ჩვენს რომელიმე ფილიალს. 

შეიძლება რამდენიმე პროდუქტი ვიქირაო?

დიახ! თქვენ შეგიძლიათ იმდენი პროდუქტი იქირაოთ, რამდენიც გინდათ, მთავარია ამისთვის გქონდეთ საკმარისი ლიმიტი. 

ლიმიტის შესამოწმებლად შედით თქვენს პროფილში. 

როდის მივიღებ განაცხადზე პასუხს?

თუ განაცხადს საიტზე ავსებთ, ჩვენ 2 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით. 

განაცხადის ფილიალში შევსების შემთხვევაში კი პასუხს ადგილზევე გაიგებთ. 

შეიძლება განაცხადი იურიდიულმა პირმა შეავსოს?

არა, განაცხადის შევსება მხოლოდ კერძო პირებს შეუძლიათ. 

რაზეა დამოკიდებული, დამიმტკიცდება თუ არა განაცხადი?

თქვენ უნდა იყოთ 21-75 ასაკის საქართველოს მოქალაქე და არ გქონდეთ გადაუხდელი ვალები. 

უნდა წარმოვადგინო თუ არა საბანკო ამონაწერი?

განაცხადის შეტანისას საბანკო ამონაწერის წარმოდგენა არ არის აუცილებელი, საკმარისია თქვენი პირადი მონაცემების მითითება. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მოვითხოვოთ შემდეგი ინფორმაცია - ბანკის 6 თვიანი ამონაწერი, ახლანდელი სამუშაო ადგილის დასახელება, დაკავებული თანამდებობა და დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია იმისთვის გვჭირდება, რომ დავრწმუნდეთ თქვენ მიერ ქირის გადახდისუნარიანობაში. 

პროდუქტის მიღება

პროდუქტის მიღება

ნაქირავები პროდუქტი შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს ნებისმიერ მომსახურე ფილიალში. ამჟამად სახლში მიტანის სერვისი არ მოქმედებს. 

ნივთი ჩვენს მომსახურე ფილიალში ხელმისაწვდომი გახდება ქირავნობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 5  სამუშაო დღის განმავლობაში, რის შემდეგაც შეძლებთ მის გატანას. 

გაითვალისწინეთ, რომ ქირავნობის პერიოდი იწყება ხელშეკრულების ხელმოწერიდან და არა პროდუქტის გატანიდან. 

როგორ მივიღებ პროდუქტს?

პროდუქტის მიღება შესაძლებელია ჩვენს მომსახურე ფილიალებში. 

პროდუქტის გამოტანა შესაძლებელი გახდება ხელშეკრულების ხელმოწერიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის თავზე. თუმცა, ქირავნობის ხელშეკრულება ხელმოწერის თარიღიდან შედის ძალაში. 

ხელშეკრულების პირობები

რა პირობებს უნდა ვასრულებდე, რომ შევძლო ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება?

თქვენ უნდა იყოს 21-75 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქე კერძო პირი და გქონდეთ კარგი საკრედიტო ისტორია. 

როგორ მოვიქცე თუ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე, და შესაბამისად პროდუქტის მდებარეობაც შეიცვალა?

ასეთ შემთხვევაში დროულად დაგვიკავშირდით და გვაცნობეთ ცვლილების შესახებ!

რამდენია ქირაობის მინიმალური ხანგრძლივობა?

ქირაობის მინიმალური ხანგრძლივობა 6 თვეა, თუმცა პროდუქტის დაბრუნება უფრო ადრეცაა შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში 6 თვის გადასახადი მაინც უნდა დაიფაროს. 

6 თვის შემდეგ კი პროდუქტის დაბრუნება დამატებითი ხარჯების გარეშე, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი!

როგორ უნდა მოვიქცე ხელშეკრულების პერიოდში?

აუცილებელია ნაქირავებ პროდუქტს გაუფრთხილდეთ. ასევე გეკრძალებათ, გაასხვისოთ, მოთხოვნა დაუთმოთ, დააგირაოთ ან სხვაგვარად დატვირთოთ ნივთი ან  მისი ნაწილი. 

უნდა შევინახო თუ არა შესაფუთი მასალა, ყუთი და ა.შ.?

დიახ, რადგან პროდუქტის დაბრუნებისას იგი უნდა იყოს იმავე შეფუთვაში, რომლითაც გადმოგეცათ. 

რა მოხდება, თუ პროდუქტი გატყდა?

დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით - თუ ეს ქარხნული წუნის გამო მოხდა, საგარანტიო შეკეთების პერიოდში თქვენ არ მოგიწევთ ქირის გადახდა.

ხოლო თუ პროდუქტი სხვა მიზეზით დაზიანდა, მაშინ თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი შეკეთება საგარანტიო შეკეთების ხარისხის შესაბამისად. 

პროდუქტები დაზღვეულია?

არა, მაგრამ პროდუქტებს აქვთ სხვადასხვა ხანგრძლივობის გარანტია. იხილეთ შეკითხვა გარანტიის შესახებ. 

მაქსიმალური ქირაობის პერიოდის გასვლის შემდეგ პროდუქტი ჩემი გახდება?

არა, თუ გადაწყვეტთ პროდუქტის შეძენას, ნომო შემოგთავაზებთ შესაძენ ფასს. 

აისახება თუ არა ქირაობის ფაქტი კრედიტორთა ბაზებში?

არა, არ აისახება, თუკი თქვენ პირნათლად შეასრულებთ თქვენს მოვალეობებს და დროულად გადაიხდით ქირას. ნომო არ გახლავთ სესხების გამცემი ორგანიზაცია. 

პროდუქტის დაბრუნება

რა ვქნა, თუ პროდუქტის უკან დაბრუნება მსურს?

ასეთ დროს უნდა დაგვიკავშირდეთ და მოიტანოთ პროდუქტი ფილიალში. თუ 6 თვე უკვე გასულია, დაბრუნება უფასოა, 6 თვეზე ადრე დაბრუნებისას კი უნდა დაფაროთ 6 თვის შესრულებამდე დარჩენილი ქირის გადასახადი.

რა უნდა გავითვალისწინო პროდუქტის დაბრუნებისას?

პროდუქტი უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც გადმოგეცათ და თან ახლდეს შეფუთვა, ყუთი, აქსესუარები და დოკუმენტაცია, რომელიც თან მოყვებოდა ქირავნობის დაწყებისას. 

ქირის გადახდა

როგორ გადავიხადო ქირა?

ქირის გადახდის გრაფიკი მოცემულია სპეციალურ პირობებში.  

გადახდა შესაძლებელია ანგარიშზე გადარიცხვის, ნაღდი ანგარიშსწორების ან საგაახდო აპარატებით გადახდის გზით.

 

 

რა ჩავწერო საგადახდო დავალებაში?

საგადახდო დავალებაში აუცილებლად მიუთითეთ ხელშეკრულების ნომერი. 

შეიძლება ჩემ მაგივრად გადახდები სხვა ადამიანმა გააკეთოს?

დიახ, მაგრამ აუცილებლად დაგვიკავშირდით და გვაცნობეთ ამის შესახებ, რათა თავიდან ავირიდოთ გაუგებრობები.

რა მომენტიდან იწყება ქირის გადახდა?

ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და არა პროდუქტის მიღებისას.  

ქირა იმ დღეებისთვისაც უნდა გადავიხადო, როცა პროდუქტი ჯერ არ გამომიტანია?

დიახ, რადგან ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და არა პროდუქტის მიღების დღიდან. 

რამდენ ხანში უნდა დავიწყო გადახდა?

პირველი თვის ქირა უნდა გადაიხადოთ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე.

რა სიხშირით და როგორ უნდა გადავიხადო?

გადახდა ხდება ყოველთვიურად. გადასახდელი თანხების შესახებ ინფორმაციას იხილავთ თქვენს პროფილში. 

რა მოხდება, თუ თვიურ ქირას არ გადავიხდი?

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა სავალდებულო გადახდას შეასრულებთ დროულად და საჭიროების შემთხვევაში დაგვიბრუნებთ პროდუქტს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მიიღეთ, საკუთარ შეფუთვასთან, აქსესუარებთან და დოკუმენტაციასთან ერთად. 

თუკი არ დაგვიბრუნებთ პროდუქტს, ჩვენ იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ საქართველოს კანონმდებლობისა და თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად. 

გახსოვდეთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ გაასხვისოთ, დააგირაოთ, მოთხოვნა დაუთმოთ ან სხვანაირად დატვირთოთ პროდუქტი ან მისი ნაწილი.